Monday, 3 November 2014

მოდული 8


  • მოვაწესრიგეთ Drive-ში საქაღალდეები;
  • ვისწავლეთ შეტყობინებაში დროის შეცვლა;
  • ბლოგში საჭირო მისამართის ჩაწერა (Drive-თან დაკავშირება);
  • Design-იდან ბლოგის სტუმრების გამოკითხვის გაჯეტის დამატება;
  • დავათვალიერეთ ტრენინგის მონაწილეების ბლოგები 


Saturday, 1 November 2014

მოდული 7

შევქმენით დოკუმენტები მოსწავლეთა საჭიროების მხარდაჭერისთვის. ამისათვის, რესურსებში დავათვალიერეთ Zip ფაილებში და გეგმებში support-ები; ასევე, შაბლონები და შევიტანეთ ჩვენს საქაღალდეში. შემდეგ შევქმენით ჩვენი პროექტის შრსაბამისი მასალები, შევადგინეთ დამხმარე კითხვები და მითითებები და შევიტანეთ ჩვენს საქაღალდეში - სასწავლო პროექტის დამხმარე.

Sunday, 26 October 2014

მოდული 6

გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. კერძოდ,

  • შევავსეთ საბაზისო ჩვევების გრაფები;
  •  ჩავწერეთ სასწავლო პროცედურები დიფერენცირებული სწავლება;
  • სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.

Saturday, 25 October 2014

მოდული 5

შევისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა; მოვამზადეთ შეფასებების რუბრიკა მოსწავლეების მიერ შექმნილი ბუკლეტისათვის; ასევე შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის რამდენიმე ნაწილი, კერძოდ, შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ამისათვის გამოვიყენეთ სახელმძღვანელოს რესურსებში არსებული გეგმები და შეფასებები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებში.

Sunday, 19 October 2014

მოდული 4

წიგნიდან რესურსებში მოვძებნეთ 'მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები' Zip ფაილები. დავათვალიერეთ არსებული მასალები და ავირჩიეთ ჩვენს მიერ შესასრულებელი პროექტის მოდელი და დავწერეთ მოსწავლის სანიმუშო პროექტი, რომელიც მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში.
ამის შემდეგვისწავლეთ ბლოგში ახალი გვერდების ჩამატება Design ფანჯრიდან, სადაც მენიუში ავირჩიეთ გვერდები და იქ Layout ფანჯრიდან მოვახდინეთ საჭირო ცვლილებები. ვისწავლეთ საჭიროების შემთხვევაში გვერდის წაშლა.

Saturday, 18 October 2014

მოდული 3

ვნახეთ  მიმართულების მიმცემი კითხვების დოკუმენტები და მათი დახმარებით შევავსეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი კითხვარი.
შემდეგ მოვათავსეთ ჩვენი პრეზენტაციის გვერდზე. აქ ვისწავლეთ პრეზენტაციის გაფორმების ხერხები, დიზაინის შეცვლა, სლაიდის ჩვენების ვარიანტები.
შემდეგ ჩვენი პრეზენტაცია შევიტანეთ ბლოგში. ამისათვის გამოვეყენეთ Google Drive-ი; ვისწავლეთ საჭიროების შემთხვევაში ბლოგიდან პრეზენტაციის წაშლაც.
ამის შემდეგ მოვამზადეთ შემდეგი მოდულის რესურსები, გადმოვეწერეთ წიგნში არსებული დოკუმენტები და შევინახეთ საქაღალდეში.

Tuesday, 14 October 2014

მოდული 2

 დავიწყეთ ბლოგის დიზაინის შეცვლის შესწავლით. შევედით Design-ში. აქ გვაქვს მარცხნივ ჩამონათვალი: იქ ავირჩიეთ customize ბრძანება. აქ გვაქვს შეცვლის ან რაიმეს დამატების საშუალებები - ბლოგის ფონის, ფერის,სათაურის, მარცხენა მხარის მონაცემების და ა.შ. მეორე ეტაპზე ჩვენს საქაღალდეში არსებული პროექტის სტანდატში ჩავწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის სათური, მიზნები და შედეგები, სტრატეგიები და სტანდარტები და სხვა საჭირო მონაცემები. ამის შემდეგ გავხსენით ახალი პრეზენტაცია Power Point-ში და იქ გადავიტანეთ ჩვენი პროექტების ძირითადი მონაცემები





Sunday, 12 October 2014

მოდული 1


 გავეცანით ტრენინგის მიზნებს, კომპანია მოდულის მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოს - "პროექტებით სწავლება".  შევქმენით ტრენინგის მასალების ამსახველი საქაღალდე. მასში განვათავსეთ კონკრეტული მიმართულებების შესაგროვებლდ საჭირო საქაღალდეები:

  •  კურსის რესურსები
  • მოსწავლის ნიმუში
  • სასწავლო პროგრამის გეგმა
  • სასწავლო პროგრამის დამხმარე
  • სურათები აუდიო ვიდეო
  • შეფასებები

ამის შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოს სტრუქტურას და მისი გამოყენების შესაძლებლობებს. გავეცანით სხვადასხვა მასალებს პროექტებიდან და რესურსებიდან.
ამის შემდეგ გავხსენით ბლოგი.
შემდეგ შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა. მოვძებნეთ ბუკლეტის ნიმუში სახელმძღვანელოს რესურსებში. შემდეგ გავეცანით უკვე არსებული ბუკლეტის ნიმუშს. ავირჩიეთ და ჩვენს მიერ გახსნილ სურათების საქაღალდეში მოვათავსეთ ჩვენი საგნისათვის შესაბამისი სურათები. შემდეგ ნიმუშის მიხედვით შევავსეთ ბუკლეტი და მასში მოვათავსეთ ჩვენს მიერ შერჩეული სურათები.